აიეტის სასახლე





 







 

 

 

 


1


 



2

 

 

 

 

რესტორანი, ბარი, და საბანკეტო დარბაზი

          რესტორანი, ბარი და საბანკეტო დარბაზი განლაგებულია სასტუმროს პირველ სართულზე, ხოლო იმერული რესტორანი, ზამთრის ბაღით, მდებარეობს მეოთხე სართულზე.           რესტორნის ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის კედლებში ხელით ნაკვეთი პანოები, რომლებიც კოლხეთში, არგონავტების მოგზაურობის შესახებ ცნობილი მითის ილუსტრაციებია. ბუხარი და კლასიკური მუსიკა ცოცხალი შესრულებით, კი, ქმნის განსაკუთრებულ, რომანტიულ განწყობილებას.
--------------------------------------------------------------------
          ასევე მყუდრო გარემოა შექმნილი საბანკეტო დარბაზშიც, რომელიც მოპირკეთებულია შინდისფერი გრანიტით და თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ტილოებით.
--------------------------------------------------------------------
          იმერული ოდა მოთავსებულია მეოთხე სართულზე. ხის კედლები დაფარულია თაფლის სანთლით, რაც არაჩვეულებრივი არომატით ავსებს იქაურობას. ოდას ესაზღვრება აივანი, რომელიც ასევე იმერული ეზოს მსგავსადაა მოწყობილი - მოწნული ღობით, ბალახით, მცენარეებით, მოქმედი ჭურებით, ბუხრით და სუფრებით.
--------------------------------------------------------------------
          დაბოლოს, ყველაზე მთვარი - სამზარეულო. ჩვენ გაგიმასპინძლდებით სხვადასხვა დასახელების, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპული უგემრიელესი კერძებით. შეგიძლიათ მოითხოვოთ საფირმო კერძი „არგო’’, რომელიც იაზონის ხომალდის მსგავსი ხის ლანგრით მორთმეულ თევზის ან ხორცის ასორტს წარმოადგენს.
--------------------------------------------------------------------
          ღვინის სამშბლოში სუფრის მთვარ ატრიბუტად მაინც ღვინო ითვლება და შესაბამისად, რესტორნის მენიუში თქვენ ნახავთ უნიკალური ღვინოების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის ევროპულ სასმელებსაც.

--------------------------------------------------------------------